გონიო, ხელვაჩაური
შემთხვევითი აღმოჩენა
ზომა: 4.9X2.5 სმ
ოქრო
სამიარუსიანი. კონუსისებრი მოყვანილობის. შემკულია სადა თუ ცრუგავარსის წრეხაზებით. შუა წელზე და ბოლოზე, ოქროსავე რგოლებზე წყვილი რკალებით ერთმანეთზე გადაბმულ ძეწკვზე კვანძებით სამ-სამი დაზიანებული დისკოა ჩამოკიდებული (ზოგი საერთოდ დაკარგულია). არაა გამორიცხული, რომ ეს ნივთი რომაული ქვედანაყოფის საკუთრება ყოფილიყო.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 1: 12-109;
ბიბლიოგრაფია:
ლორთქიფანიძე ოთარ, მიქელაძე თეიმურაზ და ხახუტაიშვილ დავითი, გონიოს განძი, თბილისი, 1980: 18, სურ. 47-48; კახიძე ამირან, შალიკაძე თამარი და ფარტენაძე თამარი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განძი, კატალოგი, ბათუმი, 2015: 69, სურ. 92.